იური გრიმჩაკი - ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა
იური გრიმჩაკი - ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა. ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია “მეხუთე არხის” ეთერში უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.

„როგორც ვიცი, ეკა ზღულაძემ, მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი კადენცია ჩვენთან პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე, უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვით. დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, არამედ საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა გრიმჩაკმა.

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მან თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა.