„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაასახელა ევრო 2024-ის ფავორიტები.
„ამ მომენტისთვის მგონია, რომ ესპანეთის ნაკრებს შეუძლია ამის გაკეთება (ევროპის ჩემპიონატის მოგება).
გერმანია კარგია, საფრანგეთი უფრო ძლიერი იქნება, ეჭვგარეშეა, ინგლისმაც უნდა მოუმატოს“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები გამოცემა Liverpool Echo-ს.