იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს არ ჩაიბარებს #1TVSPORT
იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს არ ჩაიბარებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ დამრიგებლის აგენტმა, მარკ კოსიცკემ განაცხადა, რომ იურგენ კლოპი ინგლისური კლუბის დატოვებას და გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეროვნული გუნდი ჰანს-დიტერ ფლიკმა დატოვა და კლოპის ამ პოზიციაზე დანიშვნის შესახებ პრესაში ხშირად იწერებოდა.

„იურგენს „ლივერპულთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას არ განვიხილავთ“, – აცხადებს კლოპის აგენტი.

გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა და „მერსისაიდელებს“ არაერთი ტიტული მოაპოვებინა. კლოპის ხელმძღვანელობით, „ლივერპულმა“ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერთასი.

იურგენ კლოპს „ლივერპულთან“ ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს.