იურგენ კლინსმანი - პსჟ გაზაფხულზე გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ფორვარდის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე შინ „ნიუკასლთან“ 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ, რამდენად მძიმეა და როდის დაუბრუნდება მოედანს მალე გავიგებთ.
ამასობაში კი პსჟ-ის შესახებ საინტერესოდ საუბრობს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, გერმანელი იურგენ კლინსმანი:
„პარიზელებმა „ნიუკასლთან“ ისეთი თამაში ვერ აჩვენეს, როგორსაც მისი გულშემატკივარი ელოდა. თუმცა ახლა იანვარია, მთავარი ბრძოლები წინ არის. პსჟ-ს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელებიც და დარწმუნეული ვარ, მარტსა და აპრილში სულ სხვა გუნდს ვიხილავთ. მას აქვს რესურსი, შარშანდელი მიღწევის გამეორებისთვის იბრძოლოს“.
შეაგხსენებთ, რომ გასულ სეზონში პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 5:0 დაამარცხა.