ფეხბურთი | ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში საგოლე გადაცემა შეასრულა – ქართველი თავდამსხმელი ტრავმის გამო შეცვალეს #1TVSPORT

02:08, 29.01.2026

ჩემპიონთა ლიგაში, ძირითადი ფაზის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ 23-ე წუთზე მის წინააღმდეგ ანტონი ელანგამ უხეშად ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი შესაცვლელი გახდა, თუმცა მანამდე კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ბურთი ვიტინიამ გაიტანა.

„ვილიარეალი“ 0:3 დამარცხდა „ლევერკუზენთან“ და ევროტურნირებს გამოეთიშა.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ლისაბონის „სპორტინგმა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა „ბილბაო“ და საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდა. გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში იყო და არ უთამაშია.

ძირითადი ფაზის დასრულების შემდეგ მერვედფინალის საგზური პირდაპირი გზით მოიპოვეს: „არსენალმა“, ბაიერნმა“, „ლივერპულმა“, „ტოტენჰემმა“ „ბარსელონამ“, „ჩელსიმ“, „სპორტინგმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“.

მერვედფინალში გასასვლელად პლეი ოფში ითამაშებენ: „რეალი“, „ინტერი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „გალათასარაი“, „მონაკო“, „ყარაბაღი“, „ბოდო გლიმტი“ და „ბენფიკა“.

მსგავსი