„იუნისეფის“ ინფორმაციით, საქართველო „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზა ვაქცინას 30 აპრილამდე მიიღებს
„იუნისეფის“ ინფორმაციით, საქართველო „ასტრაზენეკას“ 43 ათას დოზა ვაქცინას 30 აპრილამდე მიიღებს

საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასზე მეტ დოზას აპრილის ბოლოსთვის, ყველაზე გვიან 30 აპრილს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტმა, თაკო უგულავამ განუცხადა.

როგორც ცნობილია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინების პირველი პარტია – 43200 დოზა საქართველომ 13 მარტს მიიღო. მაშინ გამოცხადდა, რომ კიდევ 86400 დოზას ქვეყანა აპრილის მეორე ნახევარში მიიღებდა.

თაკო უგულავას ინფორმაციით, ვაქცინებზე არსებული მზარდი მოთხოვნის გამო კოვაქსის პლატფორმამ მათ გარკვეული ხარვეზის შესახებ აცნობა, თუმცა გაეროს ბავშვის ფორნდმა მათ განუმარტა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც აიცრნენ და აპრილის ბოლომდე კიდევ აიცრებიან „ასტრაზენეკას“ პრეპარატით, აუცილებლად უნდა მიიღონ მეორე დოზაც შესაბამის ვადებში. ამის შემდეგ კოვაქსპლატფორმიდან მიიღეს შეთავაზება, რომ აპრილში კოვაქსი ქვეყანას იმ რაოდენობის დოზებს მიაწვდიდა, რამდენიც პირველ პარტიაში იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში აღნიშნული წინადადება ოპტიმალურად მიიჩნიეს და დათანხმდნენ მას. შესაბამისად, 43 ათას დოზა ვაქცინას ქვეყანა უახლოეს 10 დღეში მიიღებს და იმ პირებს, რომლებმაც აცრის პირველი დოზა გაიკეთეს, მეორე დოზის მიღების პრობლემა არ შეექმნებათ. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს, მათი მიღება მაისსა და ივნისის დასაწყისშია ნავარაუდევი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „იუნისეფი“ ეხმარება საქართველოს „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების მიღებაში.

დატოვე კომენტარი