იუნისეფი - სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობა 2011 წელთან შედარებით 22.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი
იუნისეფი - სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობა 2011 წელთან შედარებით 22.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი

UNICEF-ის კვლევის მიხედვით, სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობა 2011 წელთან შედარებით 22.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

UNICEF-ის კვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობა.

კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის 62.3%-დან 2017 წელს 63.7%-მდე გაიზარდა.

როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, სკოლამდელ განათლებაში 3-5 წლის ბავშვების ჩართულობა 2011 წელთან შედარებით 22.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, თუმცა, შთამბეჭდავი გაუმჯობესების მიუხედავად, ღარიბი მოსახლეობის ჩართულობა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.