იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს
იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების პროექტის ფარგლებში საქართველო ბათუმის წარდგენას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის საკითხებში​ იუნესკო-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ერნესტო ოტონეს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე იუნესკო-ს მიერ ინიცირებული შემოქმედებითი ქალაქების საკითხის შესახებ იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, საქართველო ქალაქ ბათუმის წარდგენას გეგმავს.

„ვისაუბრეთ, ასევე, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის თაობაზე, რომელიც 2022 წლისთვის იგეგმება. საქართველო, როგორც იუნესკო-ს წევრი ქვეყანა, საინტერესო პროგრამით ჩაერთვება ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უნიკალურ თვითმყოფად კულტურას“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.