იუნესკო - მსოფლიოში მილიონობით ბავშვი შესაძლოა, საშუალო განათლების გარეშე დარჩეს
იუნესკო - მსოფლიოში მილიონობით ბავშვი შესაძლოა, საშუალო განათლების გარეშე დარჩეს

უმოქმედობის შემთხვევაში, მილიონობით ბავშვი საშუალო განათლების გარეშე დარჩება. ამის შესახებ იუნესკო-ს მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი.

გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ცნობით, თუ საერთაშორისო საზოგადოება დაუყოვნებელ ზომებს არ მიიღებს, ვითარება კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწევს. მათივე ინფორმაციით, 2030 წლისთვის ყოველი მეექვსე ბავშვი შესაძლოა, საშუალო განათლების გარეშე დარჩეს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნული რისკის ქვეშ საერთაშორისო მასშტაბით ცხოვრები ბავშვების 40 პროცენტი აღმოჩნდება. ამ მაჩვენებელში ნახევარზე მეტი კი, სუბსაჰარული აფრიკის რეგიონში მცხოვრები ბავშვები იქნებიან.

იუნესკო-ს მრჩეველმა განათლების სფეროში, ჰელენ კლარკმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში წამყვანი ქვეყნები განვითარებად სახელმწიფოებში განათლების სფეროში ინვესტიციებს არ დებენ. ჰელენ კლარკის განმარტებით, ამჟამად საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნული კუთხით ვითარების გამოსწორებისთვის 34 მილიარდი დოლარია საჭირო.