იუნესკო-მ აზერბაიჯანული ტოლმა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა
იუნესკო-მ აზერბაიჯანული ტოლმა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

იუნესკო-მ აზერბაიჯანული ტოლმა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. გადაწყვეტილება ამის შესახებ სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუზე მიმდინარე მე-12 სესიაზე მიიღეს.

„ორწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ, იუნესკო-მ ტოლმა კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა, ვულოცავ აზერბაიჯანს“, — წერს Twitter-ზე იუნესკო-ში აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენელი ანარ ქარიმოვი.

„ტოლმის ტრადიცია მოიცავს ცოდნისა და უნარების მთელ რიგს, რომელიც დაკავშირებულია ტრადიციულ კერძ „ტოლმის“ მომზადებასთან. მზადდება ხილისა თუ ბოსტნეულის ფოთლებში გახვეული ხორცის, ხახვის, ბრინჯის, ბარდისა და სანელებლებისგან. სახელი მომდინარეობს თურქული სიტყვისგან „დოლდურმა“, რაც „სავსეს“ ნიშნავს. კერძი ფართოდაა გავრცელებული ადგილობრივ საზოგადოებაში; ამზადებენ სხვადასხვა მეთოდით, ტექნოლოგიითა და ინგრედიენტით. ტრადიცია წარმოდგენილია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც მას ყველა რეგიონის სამზარეულოში უჭირავს ცენტრალური ადგილი“, — წერია იუნესკო-ს ვებგვერდზე.

„ტოლმას ხშირად ამზადებენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე და გამოხატავს სოლიდარობას, პატივისცემასა და სტუმართმოყვარეობას. ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა და არ სცნობს ამ ქვეყნის ეთნიკურ და რელიგიურ საზღვრებს“.

„მომზდებაში ძირითადად ქალები არიან დახელოვნებული. ადამიანთა ფართო საზოგადოება ტოლმას სხვადასხვა კულტურული თუ სოციალური მიზნებისთვის იყენებს. ტრადიცია მშობლიდან შვილს გადაეცემა“, — აღნიშნულია იუნესკო-ს ვებგვერდზე.

წყარო: ich.unesco.org