რომას ნახევარმცველმა ლორენცო პელეგრინიმ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს. როგორც Corriere dello sport იტყობინება, 22წლის იტალიელით ინგლისური „მანჩესტერი იუნაიტედია“ დაინტერესებული. წყაროს ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა პელეგრინიში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო მისი ხელფასი ორჯერ გაზარდოს და წელიწადში ორი მილიონი შესთავაზოს.
რომას თავის მხრივ, განზრახული აქვს ფეხბურთელის შენარჩუნების მიზნით, მას კონტრაქტი გაუგრძელოს.