იულია სკრიპალს დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი არ აქვს
იულია სკრიპალს დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი არ აქვს

იულია სკრიპალს დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი არ აქვს. მისი განცხადება პოლიციამ გაავრცელა.

„ამ ეტაპზე, არ მინდა მათი დახმარებით ვისარგებლო. თუ მოსაზრებას შევიცვლი, ვიცი, როგორ ვიმოქმედო და მათ დავუკავშირდე. მამაჩემი ისევ სერიოზულად ავადაა”,- ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ავტორიც იულია სკრიპალია.

დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოდან იულია სკრიპალი ორი დღის წინ გაწერეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

დიდ ბრიტანეთში რუსეთის საკონსულო იულია სკრიპალის ნახვას ითხოვს. სერგეი სკრიპალი ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში 4 აპრილს აღმოაჩინეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ისინი რუსული წარმოების ნერვულ-პარალიტიკური წარმოების ნივთიერებით მოწამლეს.