იულია სკრიპალი რამდენიმე საათში საავადმყოფოს დატოვებს

10:58, 10.04.2018

უახლოეს რამდენიმე საათში იულია სკრიპალი საავადმყოფოს დატოვებს. ინფორმაციას Sky News-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Sky News- ის ინფორმაციით, დღეს სკრიპალის მკურნალი ექიმი სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

შეგახსენებთ , ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია  4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის მთვარობა მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მსგავსი