ITB Berlin-ი - თბილისი არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, მუზეუმებითა და კარგი რესტორნებით, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება
ITB Berlin-ი - თბილისი არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, მუზეუმებითა და კარგი რესტორნებით, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ი საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე საქართველოს შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„მსოფლიოს ულამაზესი ადგილების მონახულებაზე თუ ოცნებობთ და წლევანდელი სამოგზაურო გეგმა ჯერ კიდევ არ შეგიდგენიათ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ საიდუმლოს: ყოფილხართ ოდესმე საქართველოს დედაქალაქში? ეს არის ქალაქი ულამაზესი პარკებით, ჩანჩქერებითა და მუზეუმებით, კარგი რესტორნებითა და, რა თქმა უნდა, მზარდი ღამის კლუბებით. თბილისს გაცილებით ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ, ეს ქალაქი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება“, – წერს ITB Berlin-ი.

6 მარტიდან საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ბერლინის ტურისტული გამოფენა Facebook-ის მომხმარებელს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოფენაზე დასწრებას ურჩევს.

ITB 2023 ბერლინში 6-9 მარტს გაიმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.