თამარ გაბუნია - ვმუშაობთ ახალი ტიპის აპარატების შესყიდვაზე, რომელიც გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, ვფიქრობთ, მოკლე ხანში ბავშვები აპარატებს მიიღებენ
თამარ გაბუნია - ვმუშაობთ ახალი ტიპის აპარატების შესყიდვაზე, რომელიც გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, ვფიქრობთ, მოკლე ხანში ბავშვები აპარატებს მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სენსორის ტიპის აპარატების შესყიდვაზე, რომელიც სისხლში შაქრის დონეს ზომავს.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, 1 300-მდე აპარატის შესაძენად შვიდ მილიონამდე ლარია საჭირო. როგორც გაბუნია ამბობს, დიაბეტიანი ბავშვებისთვის აპარატების მიწოდება სავარაუდოდ მოკლე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

„ჯანდაცვის სამინისტრო დიაბეტის პროგრამას დიდი ხანია, ახორციელებს. მიმდინარეობს მუშაობა ახალი სენსორის ტიპის აპარატის შესყიდვაზე, რომელიც მიმდინარე რეჟიმში იძლევა გლუკოზის დონის კონტროლის შესაძლებლობას. 1 300-მდე აპარატის შესაძენად, წინასწარი გათვლებით, ბიუჯეტი დაახლოებით შვიდ მილიონ ლარს შეადგენს. ამას დამატებით სჭირდება სახარჯო მასალა, მხოლოდ აპარატის ღირებულება არ არის პროგრამული ხარჯი, და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან. 2022 წლიდან გვქონდა დაგეგმილი აპარატების მიწოდება ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება პროცედურის დასრულება და ბავშვები ამ აპარატებს მიიღებენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.