იტალიური პარტია „ლიგის“ ლიდერის თქმით, მისი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება
იტალიური პარტია „ლიგის“ ლიდერის თქმით, მისი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მთავრობის პრიორიტეტი ევროპული შეთანხმების „მშვიდი და მშვიდობიანი“ გადახედვა იქნება – ამის შესახებ იტალიური პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ განაცხადა. სალვინის თქმით, უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, მისი მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება.

„ევროკავშირი, რომელიც მშვიდობაზეა დაფუძნებული, ამ დრომდე განიხილავს წევრობის კანდიდატად თურქეთის მსგავს რეჟიმს, რუსეთს კი კვლავ მტრად განიხილავს“, – აღნიშნა სალვინიმ.

პარტია „ლიგა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა.

მატეო სალვინი კიდევ ერთი განზრახვა იტალიიდან მიგრანტების ექსტრადაციაა. „ლიგის“ ლიდერი ამბობს, რომ ევროპა „მიგრანტების უზარმაზარ ბანაკად“ არ უნდა გადაიქცეს. იტალიის მემარჯვენე ცენტრისტების კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში 37%-ით პირველი ადგილი დაიკავა. სწორედ აღნიშნული კოალიციის წევრია პარტია „ლიგაც“.