იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მილანში ბინის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა

12:54, 14.08.2019

მილანში პოლიციამ ბინის გაქურდვის დროს საქართველოს მოქალაქე დააკავა.

როგორც იტალიური მედია წერს, 27 წლის მამაკაცი 13 აგვისტოს, მილანში მდებარე ერთ-ერთ სახლში აიყვანეს, რომლის გაქურდვასაც ის აპირებდა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა.

პოლიციის ცნობით, ქურდობის შესახებ სამართალდამცავებს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.

მსგავსი