იტალიური მედიის ცნობით, კოვიდინფიცირებულ სილვიო ბერლუსკონის ორმხრივი პნევმონიის საწყისი ფაზა დაუდგინდა

13:27, 04.09.2020

იტალიური მედიის ცნობით, კოვიდინფიცირებულ სილვიო ბერლუსკონის ორმხრივი პნევმონიის საწყისი ფაზა დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იუწყება.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა, ხოლო შემდეგ ის დამატებითი ანალიზების ჩასატარებლად მილანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

83 წლის ბერლუსკონის პოლიტიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ იტალიელი პოლიტიკოსის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი