მედიის ცნობით, აშშ ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ემხრობა
მედიის ცნობით, აშშ ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ემხრობა

აშშ ნატო-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტობა მეორე ვადითაც სურს, თუმცა ის განიხილავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას, როგორც სარეზერვო ვარიანტს და ეს შესაძლებლობა აშშ-ის ხელმძღვანელობის პოზიციიდან გამომდინარე სულ უფრო რეალური ხდება.

იტალიური მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ხანია მიანიშნა, რომ დადგა დრო, ალიანსის გენერალური მდივანი ქალი გახდეს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ევროპარლამენტის მოქმედ პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას უჭერს მხარს.