იტალიური მედია - „სპეცია“ გელაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ასრულებს #1TVSPORT
იტალიური მედია - „სპეცია“ გელაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ასრულებს #1TVSPORT

ივა გელაშვილს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო „საბურთალოში“ აღარ უთამაშია. გავრცელებული ცნობით, იგი, შესაძლოა, იტალიაში გადავიდეს. სერია B-ს „სპეციაში“ 22 წლის მცველის გადასვლაზე თავიდან ინფორმაცია ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. ახლა კი ამ თემაზე არაერთი გამოცემა წერს.

შეგახსენებთ, რომ, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „სპეცია“ ივა გელაშვილის თაობაზე „საბურთალოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მცველმა მალე უნდა დატოვოს თავისი კლუბი და „სპეციასთან“ უფასო ტრანსფერი გააფორმოს.

„გელაშვილი – საინტერესო ფეხბურთელია. ითამაშა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. მისი სიმაღლე 1,91 სანტიმეტრია და კარგი სპორტული თვისებები გააჩნია. ის შეიძლება სერია B-ს გუნდისთვის საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელი გამოდგეს,“ – ეს უკვე ნაწყვეტია გამოცემა Ilovepalermocalcio-ში გამოქვეყნებული წერილიდან.

Spezia1906: „სეზონის დაწყებამდე „სპეციას“ შემადგენლობა 80%-ით დაკომპლექტებულია. ახლა მოდიან პიეროზი, კორადინი და გელაშვილი. 22 წლის ქართველი ივა გელაშვილი 191 სმ სიმაღლისაა, რომელიც „საბურთალოსთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და „სპეცია“ მას უფასო ტრანსფერით შეიძენს“.

Tuttosport-ი: „სპეცია“ ახლოსაა, რომ ქართველი მცველი ივა გელაშვილი დაიმატოს. სატრანსფერო ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. გარიგებას წერტილი მაშინ დაესმება, როცა ფეხბურთელი „საბურთალოსგან“ გათავისუფლდება“.