იტალიური მედია - რონალდო მზად არის, „ნაპოლიში“ იჯარის წესით გადავიდეს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი მზად არის, „ნაპოლიში“ იჯარის წესით გადავიდეს, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, „ნაპოლიმ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერთგვარი ბარტერიც გააკეთენ და რონალდოს ნაცვლად, ინგლისურ კლუბში ოსიმენმა ითამაშოს.
აღნიშნავენ, რომ „ნაპოლი“ სერიოზულად არის დაინტერესებული რონალდოს კანდიდატურით, ხოლო მანჩესტერელები – ოსიმენით. ამგვარად, თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, არ არის გამორიცხული, რომ რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.
37 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.
გაცილებით კარგად გამოიყურება ოსიმენის სტატისტიკა ახალ სეზონში – ორი მატჩში ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა. ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.