იტალიური მედია იუწყება, რომ იკარდი „იუვენტუსში“ ტრანსფერთან ახლოსაა
იტალიური მედია იუწყება, რომ „ინტერის“ თავდამსხმელი იკარდი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ახლოს არის. მართალია, რომ ფეხბურთელმა რამდენჯერმე უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
წყაროს ცნობით, „ბიანკოერიმ“ პირველი ნაბიჯის გადადგმა კონკრეტული წინადადებით გადაწყვიტა. „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა არგენტინელს სეზონში 8.5 მილიონ ევროს სთავაზობს ანაზღაურების სახით, რასაც სოლიდური ბონუსებიც დაემატება.
თუმცა, თავის მხრივ, „ნერაძური“ მხოლოდ ორ შემთხვევაში შეელევა მაუროს. პირველი, თუ ტურინელები პაულო დიბალას შესთავაზებენ მილანელებს, ან მეორე, თუ მოიზე კინი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება.