იტალიური მედია – იტალია უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს არ შეიძენს

14:08, 16.07.2025

იტალია უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს არ შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა სტამპა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, იტალია მხოლოდ მანამდე დაგეგმილ შესყიდვებს განახორციელებს.

მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ისა და ნატო-ს პროექტში, რომელიც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს.

გამოცემა „პოლიტიკომ“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც, ევროპელები ამერიკელებისგან შეიძენენ იარაღს უკრაინისთვის.

მსგავსი