იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri საქართველოში კონცერტს გამართავს
იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri საქართველოში კონცერტს გამართავს

ლეგენდარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri საქართველოში კონცერტს გამართავს. ცნობილი ჯგუფი ქვეყანას წელს მეორედ ესტუმრება.

Ricchi e Poveri-მ პირველი კონცერტი 2015 წელს ბათუმში, ფესტივალ „ბათუმის ჰიტი 2015“-ის ფარგლებში გამართა.

80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი 1967 წელს ჩამოყალიბდა, 2016 წლიდან კი დუეტის სახით განაგრძობს საქმიანობას. სოლისტები ანჯელა ბრამბატი და ანჯელო სოტჯუ არიან.

საქართველოში ჩამოსვლა ჯგუფის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება და საკონცერტო პროგრამაში ყველაზე ცნობილი ძველი ჰიტები შევა.

წლების განმავლობაში Ricchi e Poveri ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტს ქმნიდა, მისი ფირფიტები 20-მილიონიანი ტირაჟით არის გაყიდული.

70 წლებიდან ამ დრომდე ჯგუფს 17 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო, Perdutamente Amore, რომელშიც რამდენიმე ახალი სიმღერა შევიდა, 2012 წელს 14-წლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა.

ცნობილი იტალიური პოპჯგუფის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლის დარბაზში 14 დეკემბერს ჩატარდება. კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Fix group.