იტალიური გამოცემა - „ვალენსიას“ შემდეგ გოჩოლეიშვილით „იუვენტუსიც“ დაინტერესდა და მზადაა, მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ვალენსიას“ შემდეგ გოჩოლეიშვილით „იუვენტუსიც“ დაინტერესდა და მზადაა, მილიონი ევრო გადაიხადოს #1TVSPORT

TuttoJuve.com გამოეხმაურა გიორგი გოჩოლეიშვილის „ვალენსიაში“ შესაძლო გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ევროპულმა გამოცემებმა გააჟღერეს.

იტალიურ გამოცემაში გამოქვეყნებული წერილის („იუვენტუსი“ კიდევ ერთი ქართველით დაინტერესდა) ავტორი ამტკიცებს, რომ 21 წლის ქართველ მცველს არა მხოლოდ „ვალენსია“, არამედ ტურინული გრანდი, „იუვენტუსიც“ აკვირდება და კონკრეტული თანხაც დაასახელა, რომლის გადახდასაც იტალიური კლუბი აპირებს.

„ჩვენი რედაქციის ცნობით, „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გარდა, „ბიანკონერი“ ახალგაზრდა ქართველ მცველს გიორგი გოჩოლეიშვილსაც დააკვირდება. ახალგაზრდა ქართველი მარჯვენა მცველი „საბურთალოში“ თამაშობს, სადაც ის უდავოდ გამორჩეულია და შესაძლოა, „იუვენტუსში“ მოვიდეს. ტურინელები მზად არიან, მასში მილიონი ევრო გადაიხადონ. ფეხბურთელი „ვალენსიასაც“ მოსწონს და შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს“, – წერს გამოცემა.