იტალიისა და მალტის მთავრობები უარს ამბობენ იმ ხომალდის მიღებაზე, რომელზეც 64 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება
იტალიისა და მალტის მთავრობები უარს ამბობენ იმ ხომალდის მიღებაზე, რომელზეც 64 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება

იტალიისა და მალტის მთავრობები უარს ამბობენ იმ ხომალდის მიღებაზე, რომელზეც 64 გადარჩენილი მიგრანტი იმყოფება. ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი ასევე დატვირთულია ჰუმანიტარული დახმარებით. გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „სი აის“ პრესმდივანი აცხადებს, რომ ხომალდი დღეს იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან იმყოფება.

„ჯერ კიდევ არ ვიცით, სად შეიძლება გაჩერდეს ხომალდი. მალტაში აცხადებენ, რომ არ შეგვიძლია მათ წყლებში შესვლა, ნებართვას ვერც იტალიისგან ვიღებთ“, – განაცხადა კარლოტა ვაიბლმა.

ხომალდზე ლიბიის სანაპიროსთან გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებიან, მათ შორისაა ხუთი ბავშვი. ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხომალდი ზედმეტად პატარაა ამდენი ადამიანისთვის.