იტალიის ვიცე-პრემიერი საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის
იტალიის ვიცე-პრემიერი საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის

იტალიის ვიცე-პრემიერი, ლუიჯი დი მაიო საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA ავრცელებს.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ ემხრობა სანქციების დაწესებას, რომელიც აფრიკის კოლონიზაციას დღემდე განაგრძობს.

დი მაიო ფიქრობს, რომ ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებთან დაკავშირებული მოვლენები რამდენიმე ქვეყნის მოქმედების შედეგია.

„ათობით აფრიკულ სახელმწიფოში საფრანგეთი თავის ვალუტას ბეჭდავს და ამ ფულით საფრანგეთის სახელმწიფო ვალი ფინანსდება. მაკრონი მორალს გვიკითხავს და შემდეგ სახელმწიფო ვალის დაფინანსებას იმ ფულით ახდენს, რომლის ექსპლოატაციას აფრიკის ქვეყნებში ახდენს“, – აღნიშნა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა იტალიის ხელისუფლება არაერთხელ გააკრიტიკა.