იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომის პოლიტიკური დარეგულირების მოწოდებით გამოვიდა
იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომის პოლიტიკური დარეგულირების მოწოდებით გამოვიდა

იტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომის პოლიტიკური დარეგულირების მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება გვიდო კროზეტომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

ამასთან ერთად, როგორც კროზეტომ განაცხადა, პარალელურად უნდა გაგრძელდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაც.

„ომი უკვე ორი წელია, გრძელდება და ვფიქრობ, რომ სამხედრო მხარდაჭერის პარალელურად, მნიშვნელოვანია იმ გზით სიარული, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მივყავართ”, – განაცხადა კროზეტომ.

მისივე თქმით, ის რისი მიღწევაც შეუძლებელია სამხედრო გზით, შესაძლებელია მიღწეული იყოს პოლიტიკური და დიპლომატიური ფრონტის გახსნით.