იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსულ კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“ ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში სდებს ბრალს
იტალიის თავდაცვის მინისტრი რუსულ კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“ ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში სდებს ბრალს

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო რუსულ კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“ ევროპაში მიგრაციული კრიზისის გაღვივებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ეს „ვაგნერის“ მხრიდან საპასუხო დარტყმაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.

„აფრიკის სანაპიროებიდან მიგრაციის ექსპონენციალური ზრდა გარკვეულწილად წარმოადგენს ჰიბრიდული ომის მკაფიო სტრატეგიას, რომელსაც დაჯგუფება „ვაგნერი“ ახორციელებს აფრიკის ზოგიერთ რეგიონში თავისი მნიშვნელოვანი წონის გამოყენებით. მსგავსად იმისა, თუ როგორ გაიაზრეს ევროკავშირმა, ნატო-მ და დასავლეთმა, რომ კიბერთავდასხმები გლობალური კონფრონტაციის ნაწილი იყო, ახლა მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სამხრეთევროპული ფრონტი ასევე სულ უფრო სახიფათო ხდება ყოველდღიურად“, –  განაცხადა კროზეტომ.

მინისტრის თქმით, უკონტროლო მიგრაცია „ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის, პირველ რიგში კი, იტალიისა და მათი სტრატეგიული არჩევანისთვის დარტყმის მიყენების საშუალება ხდება“.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წელს იტალიის სანაპიროზე 20 000-ზე მეტი მიგრანტი გადავიდა, მაშინ როდესაც წინა წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი 6 000-ს შეადგენდა.