იტალიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს ომში დამარცხება თუ დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს
იტალიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთს ომში დამარცხება თუ დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს

რუსეთს თუ ომში დამარცხება დაემუქრება, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული ენერგიის გამოყენების საფრთხე პოტენციურად არსებობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა.

გვიდო კროსეტოს განცხადებით, იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო დახმარების გაწევით.

„თუ შესაძლებელია, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ თავის დაცვაში. რუსეთმა გადაკვეთა საზღვარი, რომელიც არ უნდა გადაელახა. მიწოდება უნდა შეესაბამებოდეს შეიარაღების მარაგების შევსების შესაძლებლობას და კიევს კარგ, მუშა მდგომარეობაში უნდა გადაეცეს. რაკეტებს ვერ ნახავთ სუპერმარკეტში ნუტელას ქილასავით, ისინი რთული სისტემებია, რომელთა წარმოებას დიდი დრო სჭირდება. ვერ იტყვი: კარგი, ხვალ წავალ და ვიყიდი ას რაკეტას. ამიტომ, თუ უკრაინას მივცემთ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ისინი უნდა ავიღოთ ჩვენი მარაგიდან და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არ შევასუსტოთ თავის დაცვა და ხარისხში დარწმუნებული ვიყოთ“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ რომი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს.