იტალიის თავდაცვის მინისტრი - ნატო-ს არსებული ფორმით აღარ აქვს არსებობის მიზეზი, ის უნდა ადაპტირდეს, ევროკავშირი კი მსოფლიო ასპარეზზე უმნიშვნელოა
ნატო-ს, როგორიც არის, აღარ აქვს არსებობის მიზეზი, ის უნდა ადაპტირდეს, ევროკავშირი კი მსოფლიო ასპარეზზე უმნიშვნელოა, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.
იტალიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატო მშვიდობისა და ურთიერთდაცვის გარანტირებისთვის თუ შეიქმნა, ის ან უნდა გახდეს ორგანიზაცია, რომელიც ამ ამოცანას გლობალურ სამხრეთთან თანამშრომლობით შეასრულებს, ან ვერ მიაღწევს მიზანს, რომ უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ყველასთვის მოქმედი წესების ფარგლებში.
ევროკავშირის როლზე საუბრისას, კროზეტომ განაცხადა, რომ ევროპის როლი მცირდება.
„ხშირად ისე ვსაუბრობთ, თითქოს 30 წლის წინ ვცხოვრობდეთ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ევროპაზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს ის რაღაცას ნიშნავდეს. შესაძლოა, ერთ დღესაც შეეძლო ცვლილებების შეტანა, საკუთარ თავისთვის რომ მიენიჭებინა პოლიტიკური როლი, რომელიც არასდროს მიუღია, საგარეო პოლიტიკა ან თავდაცვა რომ ჰქონოდა, მაგრამ მისი დრო წავიდა”, – განაცხადა გვიდო კროზეტომ.