იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიხაილო ფედოროვს თავის მრჩევლად დანიშვნა შესთავაზა

14:04, 25.07.2026

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, რომ მიხაილო ფედოროვს, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა, მრჩევლის პოსტი შესთავაზა.

კროზეტოს თქმით, ფედოროვს მისი გათავისუფლებიდან მეორე დღეს ესაუბრა.

„მას გათავისუფლებიდან მეორე დღეს დავურეკე და ვკითხე: „როდის გინდა რომში ჩამოსვლა და ჩემთან მრჩევლად მუშაობა?“ – აღნიშნავს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

მისი განმარტებით, ფედეროვმა შეთავაზება „პატივისცემისა და მეგობრობის გამოხატულებად“ მიიღო.

როგორც იტალიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნავს, ფედეროვი „ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, ვინც ბრძოლის ველზე თამაშის წესები სრულად გადაწერა“.

ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა სოციალურ ქსელში 15 ივლისს დაწერა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხაილო ფედოროვს სხვადასხვა თანამდებობებს სთავაზობდა, კერძოდ, ტექნოლოგიური განვითარების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტზე გადასვლას, თუმცა თავად ფედოროვი აცხადებდა, რომ, თავდაცვის მინისტრის პოსტის გარდა, არცერთ სხვა თანამდებობას არ დათანხმდებოდა.

მსგავსი