იტალიის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა
იტალიის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა

იტალიის თასის გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტი გარკვეულია. ბოლო ორი საგზური თანაქალაქელებმა – “იუვენტუსმა” და “ტორინომ” მოიპოვეს.

“იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო “ჯენოას”. გოლები პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევარში არგენტინელებმა – პაულო დიბალამ და გონსალო იგუაინმა გაიტანეს.

ტორინომ” კი, მოულოდნელად, სტუმრად მოუგო “რომას” – 2:1. ტურინელები ლორენცო დე სილვესტრისა და სიმონე ედერის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. ამის შემდეგ, ჯერ ედინ ჯეკომ პენალტი ვერ გაიტანა, რასაც პატრიკ შიკის გოლი მოჰყვა, მაგრამ რომაელებმა მეტი ვერ შეძლეს და “რომა” ტურნირს გამოეთიშა.

უკვე ცნობილია მეოთხედფინალური წყვილები:
26 დეკემბერი – ლაციო-ფიორენტინა
27 დეკემბერი – მილანი-ინტერი
2 იანვარი – ნაპოლი-ატალანტა
3 იანვარი – იუვენტუსი-ტორინო