იტალიის სუპერთასის პირველი ფინალისტი „ინტერია“ #1TVSPORT
იტალიის სუპერთასის პირველი ფინალისტი „ინტერია“ #1TVSPORT

საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის 2025 წლის გათამაშების პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალში მილანის „ინტერმა“ ბერგამოს „ატალანტა“ 2:0 დაამარცხა.

„ატალანტას“ კარში ორივე გოლი „ინტერის“ ნიდერლანდელმა განაპირა მცველმა, დენზელ დუმფრისმა გაიტანა. მან ანგარიში 49-ე წუთზე გახსნა, ხოლო 12 წუთში შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სუპერთასის მეორე ნახევარფინალი 3 იანვარს „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის გაიმართება, ხოლო ფინალი კვირას, 5 იანვარსაა დაგეგმილი.

გასულ წელს იტალიის სუპერთასი „ინტერმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ნაპოლის“ 1:0 სძლია.