იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყანაში ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობების რაოდენობა 2023 წელს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაქსიმუმამდე გაიზარდა
იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ქვეყანაში ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობების რაოდენობა 2023 წელს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაქსიმუმამდე გაიზარდა

იტალიაში ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობების რაოდენობა 2023 წელს, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მაქსიმუმამდე გაიზარდა, ჰეტეროსექსუალური ქორწინებების რაოდენობა კი მცირდება, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

ISTAT-ის თანახმად, გასული წლის განმავლობაში იტალიაში 3 019 ერთნაირსქესიანი პარტნიორობა გაფორმდა, რაც 2022 წელთან შედარებით 7.3%-ით მეტია. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 2017 წლიდან. იტალიაში ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის ლეგალიზაცია 2016 წელს მოხდა.

ამასთან, 2023 წელს იტალიაში რეგისტრირებული იყო 184 ათასი ქორწინება, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. 2024 წლის პირველი რვა თვის მონაცემები ამავე ტენდენციას ადასტურებს. ამ პერიოდში იტალიაში ქორწინებების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 6.7%-ით შემცირდა.

რელიგიური ქორწინებების წილი იტალიელებს შორის კიდევ უფრო მკვეთრად იკლებს. 2023 წელს მათი რაოდენობა 8.2%-ით ნაკლები იყო 2022 წელთან შედარებით.

პარალელურად, 2023 წელს იტალიაში დარეგისტრირდა 80 ათასი ოფიციალური განქორწინება და 82 ათასი დაშორება (როდესაც კაცი და ქალი ოფიციალურად არ წყვეტენ ქორწინებას, მაგრამ ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ).