იტალიის სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს განახლდება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა ძალაში დარჩება 
იტალიის სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს განახლდება, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა ძალაში დარჩება 

იტალიის სკოლებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება, თუმცა კვლავ ძალაში დარჩება სოციალური დისტანციის წესის დაცვა. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გააკეთა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, სკოლები ვალდებულები იქნებიან საკლასო ოთახებში მოსწავლეები ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვით განათავსონ. ასევე, მოსწავლეები საჭმელს საკლასო ოთახებში შეჭამენ და არა სკოლის სასადილოში. განათლების მინისტრის თქმით, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები უფრო დიდ დროს ღია სივრცეებში გაატარებენ.

„მივცეთ მოსწავლეებს სუნთქვის საშუალება, რატომაც არა. ასევე, გავიყვანოთ შედარებით პატარა ასაკის ბავშვები პარკებში, როცა ამის საშუალებას ამინდი მოგვცემს“, – განაცხადა იტალიის განათლების მინისტრმა, ლუსია აზოლინამ.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სკოლებს ბიუჯეტიდან 1, 12 მილიარდ ევროს გამოუყოფენ, რათა ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.