იტალიის სენატმა ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა
იტალიის სენატმა ყოფილი შს მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მატეო სალვინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყების საკითხს კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა.

საქმე ეხება გასული წლის ივლისში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 131 მიგრანტს იტალიის პორტში გემიდან გადასვლის ნება მთელი კვირის განმავლობაში არ დართეს.

კენჭისყრამდე მატეო სალვინიმ „ტვიტერში“ დაწერა, რომ თუ მოუწევს, წარდგეს სასამართლოს წინაშე, მოსამართლეს აუხსნის, რომ მას იტალიის მოქალაქეების დაცვის ვალდებულება ჰქონდა.

ამასთან, 27 თებერვალს სენატის კომიტეტი კიდევ ერთ დადგენილებას გამოიტანს, წაუყენოს თუ არა ბრალი მატეო სალვინის სიცილიის სანაპიროსთან 2019 წლის 14 -20 აგვისტოს პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციის ხომალდზე 107 მიგრანტის დაყოვნების გამო.