იტალიის სენატმა მთავრობას ნეონაცისტური პარტია „ფორცა ნუოვას“ დაშლის თხოვნით მიმართა

02:23, 21.10.2021

იტალიის სენატმა მთავრობას ნეონაცისტური პარტია „ფორცა ნუოვას“ დაშლის თხოვნით მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის წევრები მონაწილეობდნენ ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო „კოვიდ-19“-ის პასპორტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ფორცა ნუოვა“ 1997 წელს დაფუძნებული ულტრა-მემარჯვენე პარტიაა, რომლის წევრებიც არაერთხელ იყვნენ ბრალდებული მიგრანტებზე თავდასხმასა და პოლიციასთან შეტაკებაში.

ახლა პარტიის დაშლის საკითხს კენჭი ქვედა პალატამაც უნდა უყაროს. სხდომა ხუთშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

მსგავსი