იტალიის სენატმა დაამტკიცა ჯორჯია მელონის საარჩევნო რეფორმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციული იქნება, მთავრობის ფორმირებისთვის კი ხმების 42%-ის მიღება საკმარისი იქნება
ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე იტალიის სენატმა პრემიერ-მინისტრis, ჯორჯია მელონის საარჩევნო რეფორმა დაამტკიცა. რეფორმას მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭირა, 71 კი წინააღმდეგ წავიდა.
მედიის ცნობით, მელონის საარჩევნო რეფორმა მოიაზრებს იტალიის შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თუმცა, ამასთან, იმ პარტიას ან კოალიციას, რომელიც არჩევნებში ხმათა 42%-ს აიღებს, მთავრობის ფორმირების უფლება ექნება.
იტალიის ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმით ჯორჯია მელონი ცდილობს, მომავალ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი შანსები გაზარდოს.
„როიტერის“ ცნობით, რეფორმას საბოლოოდ დასამტკიცებლად ახლა იტალიის ქვედა პალატისგან დამტკიცება სჭირდება.
ამჟამად იტალიაში მოქმედი სისტემის თანახმად, კანონმდებლების უმეტესობა პროპორციული წარმომადგენლობით ირჩევა, ხოლო მესამედი აირჩევა მაჟორიტარული ოლქებიდან.