იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ნება ხელახლა დართო
იტალიის სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის სახელმწიფო სამსახურში მუშაობის ნება ხელახლა დართო

იტალიის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის სახელმწიფო სამსახურში მუშაობის აკრძალვა გაუუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ 81 წლის ბერლუსკონის, კანონის თანახმად, უფლება აქვს, მომდევნო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტის მოსაპოვებლად მონაწილეობა მიიღოს.

მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის Forza Italia ლიდერს, სილვიო ბერლუსკონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოთხჯერ ეკავა. იგი 2013 წელს სახელმწიფო გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს, რის შემდეგაც მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობა აეკრძალა.

მილანის სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურნენ პარტია Forza Italia-ს ოფისში.

„5-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და სამართლიანობა აღსრულდა.“ – წერია პარტიის განცხადებაში.