იტალიის საპარლამენტო არჩევნებში სილვიო ბერლუსკონის კოალიციამ ხმათა 37% მიიღო 
იტალიის საპარლამენტო არჩევნებში სილვიო ბერლუსკონის კოალიციამ ხმათა 37% მიიღო 

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის ლიდერობით, ხმათა 37%-მდე მიღება შეძლო.

მეორე ადგილზე მოძრაობა „5 ვარსკვლავია“, ამომრჩეველთა ხმების 30.85%-ით. 24.16%-ით კი, მესამე ადგილს მემარცხენე- ცენტრისტული კოალიცია იკავებს.

იტალიის შს სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ითავსებს, არჩევნებში მონაწილე დანარჩენი პარტიებიდან „თავისუფლებამ და თანასწორობამ“ – 3.54%, ხოლო პარტიამ „ძალაუფლება ხალხს“ – 1.20% – მიიღო. რაც შეეხება კიდევ 16 პარტიას, მათ ხმათა 1%-ზე ნაკლები მიიღეს.