იტალიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა
იტალიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე, 30 ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა იტალიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად. „ბიბისის“ ინფორმაციით, მაშველებმა 40 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

შემთხვევა კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან მოხდა, სადაც ცხედრების დიდი ნაწილი წყალმა სანაპიროზე გამორიყა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამჟამადაც მიმდინარეობს.