იტალიის სამხრეთით მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა

21:07, 25.01.2019

იტალიის სამხრეთით, მაღალმთიან რეგიონში მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას იტალიური ტელეკომპანია Rai News-ი ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, ავიაკატასტროფა საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ვალლე დე აოსტას რეგიონში მოხდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მსგავსი