იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება

12:44, 21.09.2020

იტალიის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობის შემცირების შესახებ რეფერენდუმი ტარდება. საკუთარი არჩევანი რეფერენდუმზე უკვე დააფიქსირა ამომრჩეველთა 29,71 პროცენტმა. ხმის მიცემა იტალიის მოქალაქეებს დღეს ადგილობრივი დროით 15:00-მდე შეეძლებათ.

პროექტის მიხედვით, იტალიელებს სთავაზობენ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში დეპუტატების რაოდენობა 630-დან 400-მდე შემცირდეს, ხოლო სენატში – 315-დან 200-მდე.

წინასწარი პროგნოზებით მიხედვით, იტალიელების უმეტესობა რეფორმას მხარს დაუჭერს. სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა 71 პროცენტი დეპუტატების რიცხვის შემცირებას ემხრობა. რეფერენდუმი იტალიაში 29 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 20-21 სექტემბრამდე გადაიდო.

მსგავსი