იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა არასწორი და წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო

16:30, 23.07.2026

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიიჩნევს, რომ რუსი მხატვრების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა უკიდურესად წინდაუხედავი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ტაიანმა ვერონაში გამართული ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევით თავს დაესხა უკრაინას და გამოიწვია ასობით ათასი ადამიანის დაღუპვა ორივე მხარეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, როგორია მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ორი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გავაძევეთ, რადგან ისინი ორი იტალიელის მოსყიდვის მცდელობისას დააკავეს. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის მხრიდან განხორციელებული მრავალრიცხოვანი კიბერშეტევებიც“, – აღნიშნა ტაიანმა.

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ფონზე რუსი ხელოვანების ვენეციის ბიენალეზე მიწვევა არასწორი და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, ვენეციის ბიენალეზე რუსი მხატვრები ხელახლა დაუშვეს. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ კი ევროკავშირმა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გააუქმა. თავის მხრივ, ბიენალეს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფორუმი დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან გამიჯნულია.

მსგავსი