იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯორჯია მელონის მიმართ ტრამპის შეურაცხმყოფელი განცხადებები მთელი იტალიის შეურაცხყოფაა, გადავწყვიტე, გავაუქმო ვიზიტი აშშ-ში
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯორჯია მელონის მიმართ ტრამპის შეურაცხმყოფელი განცხადებები მთელი იტალიის შეურაცხყოფაა, გადავწყვიტე, გავაუქმო ვიზიტი აშშ-ში

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანმა უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

ტაიანმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა დონალდ ტრამპის განცხადება, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მას ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.

„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო გადავწყვიტე, გავაუქმო 21-22 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი შეერთებულ შტატებში“, – დაწერა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.