იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იყოს უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი

16:58, 02.04.2022
NAPOLI, ITALY - 2019/11/29: The Foreign Minister, Luigi Di Maio, speaks during the inauguration of the new headquarters of Cassa Depositi e Prestiti in Naples. (Photo by Marco Cantile/LightRocket via Getty Images)

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იტალია მზადაა, უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ლუი ჯი დე მაიომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში.

„იტალია გაუჩერებლად მუშობს, რომ ამ კონფლიქტს ბოლო მოეღოს სანქციების გზით და არასდროს გვითქვამს უარი დიპლომატიურ არხებზე. მხარეებს შორის მოლაპარაკების გაგრძელება ჰუმანიტარულ ზავზე პრიორიტეტია. თურქეთში ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, პროგრესი შესამჩნევია. იტალიის მთავრობა მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი იყოს“, –  განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი