იტალიის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ისევ გამოცხადდა
იტალიის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ისევ გამოცხადდა

იტალიის რამდენიმე რეგიონში კარანტინი ისევ გამოცხადდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ხუთ რეგიონში, რომელიც „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული, დაიხურება სხვადასხვა ბიზნეს დაწესებულებები. ახალი შეზღუდვები 16 მილიონ ადამიანს შეეხება.

ექსპერტების თქმით, ვირუსის რთული პირველი ტალღის შემდგომ, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება. რეგიონები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სწრაფად ივსება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 824 879 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 40 192 პაციენტი გარდაიცავალა.