იტალიის ქალაქ სავონაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რომელიც ქალაქს ტურინთან აკავშირებდა.
შემთხვევის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ცნობით, ხიდის ჩანგრევა გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყრულმა პროცესმა გამოიწვია.
50 მეტრის სიგრძის ხიდს 20 მეტრის სიგრძის ფრაგმენტი მოწყდა. მომხდარის გამო, დროებით დაიხურა აღნიშნული საავტომობილო გზა.