იტალიის ქალაქ რიმინიში სომალელმა მამაკაცმა ოთხი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ცივი იარაღით დაჭრა
იტალიის ქალაქ რიმინიში სომალელმა მამაკაცმა ოთხი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ცივი იარაღით დაჭრა

იტალიის ქალაქ რიმინიში სომალელმა მამაკაცმა ოთხი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ცივი იარაღით დაჭრა. 26 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის თავშესაფრის მაძიებელია, რომელიც ქვეყანაში 2015 წლიდან იმყოფება.

პოლიცია თავდასხმის მოტივად ტერორიზმს გამორიცხავს, თუმცა მომხდარს „ექსტრემალურად სერიოზულ“ ინციდენტს უწოდებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო, უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრაც ჩანიშნა.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულთაგან ორი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორია.